
მარკოზის სახარება 9:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მრავალჯერ ჩაუგდია სულს ცეცხლსა თუ წყალში, რათა დაეღუპა იგი. მაშ, თუ რამ შეგიძლია, შეგვიწყალე და შეგვეწიე.
მარკოზის სახარება 9:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირა (სახარება).
მარკოზის სახარება 9:22 კონტექსტში
9:20მიჰგვარეს იგი, და იხილა თუ არა იესო, სულმა შეარყია ბავშვი, მიწაზე დაეცა და გორავდა დუჟმორეული.
9:21ჰკითხა მამამისს: რამდენი ხანია ასე? ხოლო მან მიუგო: სიყრმითგანვე.
9:22მრავალჯერ ჩაუგდია სულს ცეცხლსა თუ წყალში, რათა დაეღუპა იგი. მაშ, თუ რამ შეგიძლია, შეგვიწყალე და შეგვეწიე.
9:23ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის.
9:24ბავშვის მამამ მყისვე შეჰღაღადა ცრემლების ფრქვევით: მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 9:22
- მარკოზის სახარება 1:40მაშინ მიადგა ერთი კეთროვანი, ევედრებოდა და მუხლმოყრით ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
- მარკოზის სახარება 1:42ამის თქმაც იყო და მყისვე გაეყარა მას კეთრი და განიწმინდა.
- მათეს სახარება 14:31მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა?
- მარკოზის სახარება 5:19მაგრამ იესომ ნება არ დართო და უთხრა: შინ წადი, შენიანებთან, და უამბე მათ, რა გიყო უფალმა და როგორ შეგიწყალა.
- მათეს სახარება 9:28და როდესაც მივიდა სახლში, მიეახლნენ უსინათლონი; და უთხრა მათ იესომ: გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა? ხოლო მათ თქვეს: დიახ, უფალო.
- მათეს სახარება 20:34შეებრალა ისინი იესოს და შეეხო მათ თვალებს; იმ წამსვე აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას.
- მათეს სახარება 8:2და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
- ლუკას სახარება 7:13ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 9
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში