
ნეემია 12:42 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აგრეთვე მაყასეია, შემაყია, ელყაზარი, ყუბი იეჰოხანანი, მალქია, ყელამი და ყაზერი. მგალობელნი გალობდნენ იზრახიას ლოტბარობით.
ნეემია 12:42 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 12:42 კონტექსტში
12:40შემდეგ ორთავე გუნდი ღვთის სახლში დადგა, მეც იქ ვიყავი წინამძღოლთა ნახევრის თანხლებით.
12:41იქვე იყვნენ მღვდლები: ელიაკიმი, მაყასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოყენაი, ზაქარია და ხანანია თავიანთი საყვირებით,
12:42აგრეთვე მაყასეია, შემაყია, ელყაზარი, ყუბი იეჰოხანანი, მალქია, ყელამი და ყაზერი. მგალობელნი გალობდნენ იზრახიას ლოტბარობით.
12:43დიდძალი მსხვერპლი შესწირეს იმ დღეს, ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი. მათთან ერთად მათი ცოლ-შვილიც მხიარულობდა. შორს გავარდა იერუსალიმის მხიარულობის ხმა.
12:44იმავე დღეს კაცები მიუჩინეს შესაწირავისთვის, პირველმოწეული ნაყოფებისთვის და მეათედისთვის განკუთვნილ საგანძურის ოთახებს! რათა ქალაქების ბაღებიდან იქ შეეგროვებინათ მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის რჯულით დაწესებული წილი; რადგან ხარობდა იუდა, სამსახურად მდგომი მღვდლებისა და ლევიანების შემყურე;
პარალელური ადგილები: ნეემია 12:42
- ფსალმუნები 81:1გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე. ასაფისა. უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს.
- ნეემია 11:14მათი ძმები, მამაცი ვაჟკაცები, ას ოცდარვანი იყვნენ. მათი ხელისუფალი იყო ზაბდიელ ჰაგედოლიმის ძე.
- ფსალმუნები 100:1ფსალმუნი სახოტბო. შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
- ფსალმუნები 100:2ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით!
- ფსალმუნები 95:1მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.
- ესაია 12:5უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი.
- ესაია 12:6იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!
- ფსალმუნები 98:4შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.
განაგრძე კითხვა: ნეემია 12
სრულად წაიკითხე: ნეემია 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში