
ფსალმუნი 78:59 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეგად შეიძულა ისრაელი.
ფსალმუნი 78:59 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 78:59 კონტექსტში
78:57იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი მამების მსგავსად, უკან ბრუნდებოდნენ ყალბი მშვილდივით.
78:58განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გააღვიძეს მისი შური.
78:59მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეგად შეიძულა ისრაელი.
78:60მიატოვა შილოს სავანე, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული.
78:61და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 78:59
- ფსალმუნები 106:40მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
- ფსალმუნები 14:2უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.
- ფსალმუნები 14:5იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია.
- ლევიანი 26:44და მაინც, მტრის ქვეყანაში მათი ყოფნის დროსაც კი არ შევიძულებ მათ და არ შევიზიზღებ მოსასპობად, მათთან დადებული აღთქმის დასარღვევად. რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
- გლოვა იერემიასი 2:7შერისხა უფალმა თავისი სამსხვერპლო, შეაჩვენა თავისი საწმიდარი, მტერს ჩაუგდო ხელში მისი პალატების კედლები; ხმა გაიღეს უფლის სახლში, როგორც დღესასწაულზე.
- მეორე სთვლისაება 32:19დაინახა უფალმა და უარყო ბრაზისგან თავისი ვაჟები და ასულები.
- ფსალმუნები 11:4უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.
- ლევიანი 20:23ნუ მოიქცევით იმ ხალხთა წესებზე, რომლებიც უნდა ავყარო თქვენგან, რადგან ყველაფერს ამას ისინი სჩადიოდნენ, და მე განვურისხდი მათ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 78
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 78 · გახსენი ბიბლიის მკითხველში